დარღვეული პირობები და არაადეკვატური რეაქცია.


გამარჯობა.
როგორც ყოველთვის, ვტოვებ სათაურის ველს. რადგან, ძალიან იშვიათად ვიცი რას დავწერ პოსტში. დაწერის შემდეგ, გადავხედავ და სათაურიც თავისით მოფრინდება ხოლმე. : )

არ ვიცი რატომ, მაგრამ, აღარ მომდის საპოსტი თემები. ჩემი არსებობა მოსაწყენი გახდა ? არა, პირიქით. თუმცა, რატომღაც, ადრინდელისგან განსხვავებით, ყველაფერში საპოსტ თემას აღარ/ვეღარ ვხედავ. შემეძლო, ერთი წინადადებისგან მთელი პოსტი შემექმნა, ახლა კი ერთი წინადადებიდან მხოლოდ ერთი წინადადება იქმნება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს.

რა, ძალიან საინტერესოა იმის კითხვა, რომ არდადეგები მაქვს და მას ძალიან სულელურად და უშინაარსოდ ვატარებ? მინდოდა სერიალ “ჭორიკანას” მეოთხე სეზონი სულ მენახა, მაგრამ, მხოლოდ 4 სერია ვნახე. მინდოდა, გადამემეორებინა სკოლის მასალა და ამომევსო გამოტოვებული გაკვეთილები, მაგრამ, რა? არც არაფერი : ) მინდოდა, თამაშ MallWorld-ში ამეგროვებინა ყველაფერი რაც მინდოდა და მეყიდა ის, რასაც დიდი ხანია ვუტრიალებ. მაგრამ რა? აქაც არაფერი. მინდოდა მეთარგმნა ბევრი რამ (სხვათაშორის, ძალიან საინტერესო ბევრი რამ) მაგრამ… პასუხი აშკარაა.

აბა რას ვაკეთებ? ვზივარ ფეისბუქზე, ვათვალიერებ ფეიჯებს, სხვის პროფილებს, ჰოუმ ფეიჯზე შემთხვევით მოხვედრილ ნიუსებს. ძალიან უსაქმურად შევდივარ თამაშში, ვალს ვიხდი, გამოვდივარ. ყოველდღე ჩემ თავს ერთი სერიის ნახვას მაინც ვპირდები. ვკითხულობ სხვის ახალ პოსტებს. (რა კარგია, რომ პოსტავენ. აბა მე..)

ბოლო ორი დღეა ისტერიულად შეარდება გვანცა ბაგრატიონის და ნინი ლომსაძის ვიდეოები. ყოველი შეარის კომენტარებს ვნახულობ და მეცინება. ულევი ენერგიაა. მიკვირს, რატომ არ შეიძლება შესაფერისი რეაქცია გამოხატოს ადამიანმა. ძალიან, ძალიან ბევრი ძალიან ძალიან ბევრ გინებას წერს. ეს საკუთარი თავის უპატივისმცემლობა და საკუთარ გაუნათლებლობაზე ხაზგასმაა. ასევე “ჩიტის” ბოლო სიუჟეტზე ვიტყოდი იგივეს. აუცილებლად ჩნდება პასუხი : მერე, ესაა ჩემი რეაქცია ამა თუ იმ ვიდეოზე. და ეს ნორმაა ?ჩვეულებრივ ვიდეოზე ისტერიული გინების კომენტარები ნორმალური და ადეკვატური რეაქციაა ? : ) რავიცი, რავიცი.

ვზივარ ე.წ. “ლოჯში” ნახევრად მოკაკვული და ვუსმენ Krump kings – shut up-ს. ზურგი მეტკინა.
ნახვამდის.

6 Comments

Filed under მე

6 Responses to დარღვეული პირობები და არაადეკვატური რეაქცია.

  1. მეც ხშირად მაქვს ასეთი უაზრო დღეები :) ))
    და მეც სულელურად ვატარებ საშობაო არდადეგებს :) ))
    არაუშავს მალე გაზაფხულდება და იმედია მოვა იდეები შენსკენ :პ ;დ

  2. არაუშავს, სიზარმაცის შემოტევაა და შენ ტავს უნდა შეეწინააღმდეგო. სხვას ვერაფერს გირჩევ. რაც შეეხება იმ ნინის და გვანცას, ჩემი გვერდიც წალეკილია მაგ გოგოებით,,, :|

  3. მინდა ეგეთი დღეები :შ
    წასაკითხი მაქვს ბევრი რამე :შ აი გამოცდებს მვორჩები და <3

    • მე კიდე არც ასე მინდა ჯდომა, მაგრამ როცა წიგნს ვშლი ან რამე, ეგრევე ვდებ და სხვა საქმეს ვეძებ :დ ვარ ასე მძორულად მთელი დღეები. :(

  4. მთლად “ჭორიკანას” ნუ გადაყვები, სხვა რაღაცებისთვის/ვიღაცებისთვისაც გამოიზოგე ეგ დრო :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s