ჰო, უმჯობესი იქნებოდა დამეწერა ყოველი თვის მოკლე მიმოხილვა, თუმცა ჩემს მეხსიერებას რა ვუთხარი.. რომ მოვინდომო და ტვინი ვიჭყლიტო შეიძლება გამახსენდეს რაღაცები ფეისბუქის თაიმლაინის დახმარებით, თუმცა მირჩევნია მოკლე პოსტით შემოვიფარგლო.
2011 წლის ნაწილი იყო განსაკუთრებული იმით, რომ 15 წლის გავხდი და ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი რამ ვისწავლე, გავიგე და დავხვეწე საკუთარ თავში. სკოლა კვლავ არ მხიბლავს. ![]()
2011 წელს ბლოგი უფრო მოკუდა. დაცარიელდა და აღარ არის იმდენად ცოცხალი რამდენადაც ადრე. თუმცა, მე მაინც მახსოვს ის.
2011 წელს არ შემიძლია არ აღვნიშნო რამხელა როლი ითამაშა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა დახურულმა გრუფმა. ^^ სიქრით სანტას გათამაშებით მივიღე საახალწლო საჩუქარი – თერმო-ჭიქა. აწ და მარადის არ მომაკლდება ცხელი ჩაი და ყავა.
2011 წელს მივხვდი, რომ სკოლა არც ისე მნიშვნელოვანი ადგილია, ვიდრე მეგონა.
2011 წელს უფრო გამძაფრდა ჩემი და ჩემი დაქალების ურთიერთობა ^^ <3 (love you my girls ^^)
2011 წელს პირველად დავისვენე ჩემს დაქალებთან ერთად სოფელში. პირველად ვიჯექი ცხენზე. (და არ გადმოვვარდი. ფაქიეა)
2011 წელს..
თუმცა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს. მთავარია რა იქნება 2012 წელს ! ვიმედოვნებ ეს წელი იქნება ისეთ როგორიც მინდა, თუ ასეთი არა მიახლოებული მაინც მასთან.. წარმატებებით სავსე არა მხოლოდ ჩემთვის არამედ ყველასთვის. მეეტი პოზიტივი და ნაკლები ნეგატივი. ^^ <3
თუ გიხარიათ – გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ბლაბლაბლაბა all good things.
თუ გკიდიათ – გისურვებთ რომ მომავალ ახალ წელს ხვდებოდეთ ისე, როგორც თქვენ გინდათ და არ გეკიდოთ. და თუ მაინც გკიდიათ, არ გილოცავთ ახალ წელს და უბრალოდ კარგ წელს გისურვებთ.




ok