მოოოოოოოოოოოოოოოოორჩა.
1 კვირა, 6 დღე, 5,4,3,2… რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო ვიღლები, ვიცდი და ისევ ვიღლები. რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო მიხარია, ვაფრენ და ვემზადები დიდი რეფრეშისთვის.
- აუ, რა დროს გეოგრაფიის საკონტროლო იყო..
- ქიმია იცი ?
- აუ რუსული გადამაწერინე რა.
- ვეფხისტყაოსანი :@
- აუუ მაააააასწ.
——————
- ნიშანი ხომ გინდა?
-:გვარი: ჩამაბარე გაკვეთილი.
-რა ნიშანი დაგიწერო ახლა მე შენ?
ამ კვირაში ყველაზე ხშირად ნახსენები კითხვები და წინადადებებია.
დღეს მეორე გაკვეთილზე ავედი სკოლაში, რადგან პირველი ინგლისური იყო, რომელსაც ნიშნები უკვე დაჯამებული ჰქონდა. მეხუთედან გამოგვიშვეს. ყველა ნიშანი გავიგე და სახლში მეჩქარებოდა. სახლი სახლი სახლი სახლი. მერე ინგლისური და მერე მართლა სახლი სახლი სახლი სახლი სახლი…
მინუს ცეკვა
მინუს ინგლისური
და მე სრულიად ბედნიერი ვიქნები მთელი ერთი თვე ! დაპირებებს უფრო ცუდად ვასრულებ, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, რომ ვეცდები მეტი ვიმეცადინო. გამოტოვებული გაკვეთილები ვისწავლო.
მინდა, ეს ერთი თვე კარგად და შინაარსიანად გამოვიყენო. ♥
აუა ქანთრი ვონთს ფრიდომ (c) Tsisana chkadua



