სად ვარ, რას ვშვრები, რატომ არ ვპოსტავ ?


ჰელოუ.

დაწყება კვლავ მიჭირს. ყოველდღე შემოვდივარ და ვუყურებ საწყლად ტოპ.ჯი-ს მთვლელს. 10-30.. ხო, საერთოდ გადავეჩვიე პოსტვას. გული მიფართხალებს, როცა ახალ კომენტარებს ვხედავ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ხედავ ახალ კომენტარებს, რადგან გგონია რომ შენი ბლოგი კვდება, აღარავის ახსოვს და მსგავსი ბლაბლა.

არ ვიცი რატომ გადავეჩვიე პოსტვას. თითქოს საწერი თემები გამომელია/არ არსებობენ. ან არსებობენ და მე ვეღარ აღვიქვამ მათ საწერ თემებად. თან გული მწყდება აქაურობაზე. 1 წელი გავატარე გულის ცახცახით ყოველ +1 ვიზიტორის დანახვაზე : D არა, მიტოვებას არ ვაპირებ არანაირად. თუმცა არ-დაპოსტვა და ყურადღების არ-მიქცევა ხომ მიტოვებაა. ნუ რავიცი.

ახლა არ გავაგრძელებ ჩემს ვაი-ვიშს. ჩამოვწერ იმას თუ რა შეიცვალა ჩემი პასიურობის პერიოდში.

1) ვცდილობ სიზარმაცის დაძლევას. მეტ დროს ვუთმობ მეცადინეობას, შედეგიც უმჯობესდება. წინა წელი საშინლად ვიზარმაცე. ამის გამეორება აღარ შეიძლება ! ამიტომ, ახლა ვსწავლობ, ვიღებ ნიშნებს და მაინც მტკივა თავი.

2) ვსაჭიროებ +1 კომპიუტერს სახლში. რაც იმედია მალე მოხდება, თორემ ჩემი ნერვები სადღაც წავა, გაწეწილად წავა.

3) ბლოგზე პასიურობა არ უდრის ფეისბუქზე პასიურობას. საკმაოდ აქტიურად ვასტატუსებ, ვაშეარებ. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბლოგი მივაგდე. პირდაპირ და ჩქარ-ჩქარა ვწერ ფეისბუქზე და აღარ ვანვითარებ თემას იმდენად, რომ ბლოგ-პოსტად გამოდგეს.
4) დავიწყე საკუთარი თავის უკეთ შეცნობა. ვცდილობ უფრო დავუკვირდე დეტალებს. ვაგროვებ პოზიტივს, ვაგდებ ნეგატივს. ვცდილობ დადებითის პოვნას თითქმის ყველაფერში, ვუფრთხილდები ნერვებს.

5) დავიწყე Junior Achievement-ის ტრენინგებზე სიარული. (თაკოსთან ერთად) საბავშვო გამოყენებითი ეკონომიკა. საკმაოდ საინტერესოა და მიმზიდველი. 4 საათი ჯდომა საერთოდ არ მღლის და არ მბეზრდება. სკოლაში 4 გაკვეთილზე ძლივს ვჩერდები, ეკონომიკაზე 4 საათიან საუბარს კი სიამოვნებით ვუერთდები. ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავიგე, პრაქტიკულადაც და თეორიულადაც. 3 გაკვეთილი ჩატარდა, ხვალ მეოთხეა და სერტიფიკატი ხელში მეჭირება. ♥
6) თოოვლიი ♥ ხო, საბავშვო ამინდი :დ ♥_♥ მმმ… სულ ერთხელ მოვიდა ფაფუკი, ნამდვილი თოვლი. მაგრამ, ძალიან გამიკვირდა, რომ ის თოვლი იქვე გალღვა სადაც იყო. არავის უნდოდა გუნდაობა  ?? ყველა ჩემსავით არ იყო გუნდაობის ხასიათზე ? o.O ველოდი, რომ რამდენიმე საათში ყველგან გუნდაობის კვალი იქნებოდა მაგრამ… არაფერი. წლების წინ სულ ეზოში ვიყავი თოვლის დროს. ვერ ვიტანდი როცა კისერში მაყრიდნენ მაგრამ, მერე რა? გუნდაობა იყო აი ♥ არც მინახავს ჩემს ეზოში უბრალოდ ჩასული ბავშვებიც კი. wtf ? o.O

7) Sweet Party ♥

giveaway-ს პროცესი.
აი ასე. მეტი ვერაფერი გავიხსენე. კი, ნამდვილად ცუდი გოგო ვარ და თუ ბევრ პოსტებს არ დავწერ სიახლეები მაინც შევაჯამო ხოლმე. თორემ მეც კი მავიწყდება უკვე ყველაფერი : )

4 Comments

Filed under მე

4 Responses to სად ვარ, რას ვშვრები, რატომ არ ვპოსტავ ?

  1. nelnela mgoni mec meleva saweri masalebi :D arada tveshi 25 posti maqvs xolme…
    mec siaxleebs shevajameb albat roca mtlianad amovwurav fantazias :D kargi blogi gaqvs <3

  2. kotetoxadze

    Junior Achievement < < es ra pontia biznes womeni gaichite?! :D :) )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s