წელს პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში გაკეთდა ჯეოსელის კაბინეტი, იგივე მომავლის კლასი : )

დღეს ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებელმა 12 ბავშვი შეგვიყვანა ამ კლასში. გაკვეთილი ჩაატარა არქეოლოგიის შესახებ. რომელიც ჩანდა ელექტრონულ დაფაზე ძალიან კარგად, მის ზემოთ დამონტაჟებული აპარატის დამსახურებით = )

კლასი იდეალურია პრეზენტაციებისთვის, power point-ზე აწყობილი პრეზენტაცია, თითის ორჯერ დადება ელექტრონულ დაფაზე და გადადიხარ მეორე გვერდზე.
გაკვეთილის ახსნის შემდეგ, მერხებზე დადებულ ეკრანებზე გამოჩნდა ტესტები. toolbar-ში იყო საშლელი, ფანქარი, ფლომასტერი, პასტა..(და არა მარტო :დ) ავირჩიე პასტა და ავირჩიე ფერი. მოვხაზე სწორი პასუხები და გვერდით გულებიც მივუხატე.
დაფაზე გამოჩნდა თორმეტივე მერხზე არსებული მონიტორის ეკრანი. ანუ ვინ რა მონიშნა. ხო, ჩემს “ფურცელზე” მიხატული გულებიც ![]()
დაფის ქვემოთ თაროზე დევს მგონი ელექტრონული ფლომასტერი და საშლელი. რაც დაფაზე იწერება საშლელითვე იშლება ძალიან მარტივად. არაირი ცარციანი დაფა/ტილო/ხელები..
საინტერესო გაკვეთილი იყო ძალიან და კარგი ატმოსფეროა ასეთ კლასში. მომწონდა იქ ჯდომა, მომავალში მეგონა თავი, უბრალოდ ძალიან, ძალიან მეძინებოდა..
ხო, აი როგორი იქნება კლასები 2015 წელს მთელი საქართელოს მასშტაბით, როგორც გვპირდებიან ; )
პ.ს. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კარგია, მით უმეტეს როცა ასეთ წყალწაღებულ ქვეყანაში ვართ. თუმცა, პრეზენტაციებისთვის ადგილიც გვქონდა და ყველაფერიც. უბრალოდ ეს ვარიანტი სწავლის, გამარტივებული და გალამაზებულია. სწავლება თუ კარგია, ფურცელ/პასტაზეც კარგად ისწავლის ადამიანი
სურათები აღებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფეიჯიდან



აუ აუ შენ რა კაბინეტები გქონია მე კდიევ მკითხე ჭერი მემხობა თავზე რა :დ
რა კარგად და ყველა წესის დაცვით წერს მეთქი ეს ბავშვი გავიფიქრე და ჭინკა არ ყოფილა?
დიზაინი გაგიახლებია, არ ვყოფილვარ აქ დიდი ხანი
უუუმ <3
ისედაც თითქმის სულ ფრიადოსანი ვიყავი და კიდევ ეს რომ მქონოდა, სულ დავგლეჯდი ყველაფერს.
კარგია, როცა თვალის სიხარბე ცოდნის სიხარბესაც იწვევს
გეთანხმები : ))
vaa ra otaxi gvqoniaa skolashi da ar vicodi
es noram chagiwyot uehcveli toree chven vin migvishvebs mand ….
ჰა ჰჰაჰჰა არა რავიცი, ისტორიის მასწავლებელმა შეგვიყვანა
ტექნოლოგიები ორგვარად მოქმედებს ადამიანის ცნობიერებაზე..
პირველ კლასელს, რომ პირდაპირ კალკულატორს(ნეტბუქს) აჩუქებ აბა იმისგან რა უნდა გამოვიდეს. ლოგიკურ აზროვნებასა და გამოთვლების უნარს კლავენ თავიდანვე..
რაც შეეხება ამას, მე არ მიყვარს ინოვაციები მარა ეს მართლა გარკვეულ უპირატესობებს იძლევა ძველ სწავლის მეთოდიკასთან შედარებით..
ჩემთანაც იქნება მომავალ წელს.
მაინტერესებს,მაგრამ დიდ არაფერს ველოდები მაინც..