გა-ზაფ-ხულ-და!
მზე! მზე! მზე!

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ინგლისურიდან მოვდიოდი პეკინზე გავიარე… <3 ვერ დავემალე მზეს, სითბოს, ნოსტალგიას. გამახსენდა წინა გაზაფხულს, ზაფხულს და სექტემბრის დასაწყისში რომ მე, მარი და ნათია ვსეირნობდით პეკინზე.. <3 ნაყინს ვჭამდით, მზესუმზირის ფონზე ყველაფერზე ვჭორაობდით. რაც მთავარია თხლად გვეცვა! თბილოდა.. <3
დღეს სკოლაში შუა გაკვეთილზე გამახსენდა რომელიღაცა დღე.. როდესაც მე და მარი შევხვდით ნათიას ავტობუსის გაჩერებაზე და ეგრევე 97 ნომერში ავხტით. სადღაც მივდიოდით, მაგრამ, არ მახსოვს სად. სამაგიეროდ, ზუსტად მახსოვს სად იჯდა ნათა, სად მე და სად მარი. არაფერი განსაკუთრებული.. თუმცა, ეს ყველაფერი რაღაცნაირად მახსენდება, მზიანად და თბილად.. <3
პატარებიც ვიყავით.. არა, ისე.. რამდენს ცვლის 1 წელიწადი. რომ ვიხსენებთ, მაშინ სხვა აზრები, იდეები და ინტერესები გვქონდა. უფრო სხვანაირები ვიყავით, ახლა საერთოდ სხვანაირები. ალბათ მომავალ წელს საერთოდ სხვანაირები ვიქნებით და .. 2011 წლის გაზაფხულიც ასე თბილად და მზიანად გამახსენდება.. <3

დღეს სკოლის მერე იპოდრომზე წავედით.. ინგლისური გამიცდა და მეტი რა მინდოდა. როგორ დამცხა… ჩექმების, ბაწინკების, ბოტების შემდეგ, პირველად ჩავიცვი კეტები! <3 აი ძალიან მიხაროდა და ვერ დავიჯერე, რომ მორჩა ზამთარი თავისი თოვლით (რომელიც მხოლოდ 2ჯერ იყო). მოვიდა გაზაფხულიდა დათბა. გაზაფხული მიყვარს ყველაზე ძალიან. ჩემი დაბადების დღეა და ყველაზე საყვარლად ამ სეზონზე შეიძლება ჩაცმა. პიჯაკები, ჟაკეტები.. <3 კეტები, ბალეტკები.. <3




p.s. მეტი სურათის სანახავად გადადით ლინკზე.
მოკლედ.. დღეს სკოლაში ზუსტად გაზაფხულზე და ძველ დროზე მინდოდა დამეწერა.. მგონი თემას არ გადავუხვიე.. რავიცი, რაც გულიდან ამოვიდა და რაც მინდოდა ის კი დავწერე.. <3



gaxafxuli gvegirssa
D
gvegirsa.. <3
მეც როგორ გამიხარდა, რომ დღეს კარგი ამინდი იყო. მზე ანათებდა… <3
gazafxulda buCqis Ziras Tavs iwonebs nazi ia… Tu rogor aris eeg? :dd
ho ho egrea..
gazafxulda ase imarcvleba —> ga-zaf-xul-da
ui
madloba