ძალიან ძალიან მიჭირს აზრების მოკრება, გაერთიანება და ამ ყველაფრის პოსტად გადმოტანა. არ ვიცი რა მჭირს. ნუთუ შთაგონებამ დამკარგა? (როგორც ნათია ამბობს) ამის დაჯერება არ

მინდა. ბლოგი ხომ ჩემი საყვარელი რამ არის. ძალიან გული მწყდება რომ შემოვდივარ და ვხედავ, რომ 1,2,3 – 7,8.. დღე არაფერი ახალი არ დამიწერია. კომენტარიც მივიღე “ნუ პასიურობ”-ო.
ნაწილობრივ სკოლის ბრალიც არის, მთლიანად მცვლის. უფრო დავაფასე თავისუფლება. სკოლა ჩემთვის დიდი ხანია ციხესთან ასოცირდება. “კარცერი ლუქსი” ბევრად მირჩევნია სკოლას და მის აუტანელ სიტუაციას. თავისუფლება წავიდა, თუმცა “ციხემაც” მოიტანა კარგი: ახალი პოსტის იდეა! ქართულის დავალება – “რა არის თავისუფლება?”
ჩემთვის თავისუფლება დასვენებაა! დასვენება კი დღის გატარება სკოლისა და გაკვეთილების გარეშე. ჩემთვის თავისუფლებაა დამოუკიდებლობა. რაღაც დოზით მეც დამოუკიდებელი ვარ. ჩემთვის თავისუფლება ახლა არც ისე მნიშნელოვანია, რადგან, ბევრისგან განსხვავებით ზედმეტად თავისუფალი ვარ! “ბევრში” იგულისხმება პატიმარი, მძევალი.. სხვის აზრზე დამოკიდებულ ადამიანებს დამოუკიდებლებად ვერ ვთვლი. 
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც სკოლა უშლით ნერვებს, არც მშობლების ზეგავლენის ქვეშ არიან, არც მძევლები და არც პატიმრები არიან, თუმცა, მათ მაინც აწუხებთ რაღაც. ხშირად ეს დანაშაულის გრძნობა, ღამ-ღამობით გულის ჩხვლეტა და სინდისის შეწუხებაა. ადამიანი შებოჭილია. შესაძლოა სხვისთვის ის ზედმეტად თავისუფალი იყოს, თუმცა, შინაგანად ძალიან შეწუხებული იყოს თავისუფლების ნაკლებობით. 
რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენივე თავისუფლებაა. ჩიტისთვის ღია ცაში ფრთების გაშლაა თავისუფლება, ხოლო ვეფხვისთვის ველურ ტყეში ღრიალი და ნადირობა..





“სკოლა ჩემთვის დიდი ხანია ციხესთან ასოცირდება. “კარცერი ლუქსი” ბევრად მირჩევნია სკოლას და მის აუტანელ სიტუაციას. ”
- შეგიძლია უფრო კონკრეტულად დაწერო რა იგულისხმება ამაში?
ანუ იმას გავუსვი ხაზი რომ სწავლა და წიგნები მინდა მაგრამ არა სკოლაში! მინდა რომ ჩემი ნებით ავარჩიო წიგნები და მშვიდად ვიკითხო და ისე ვისწავლო ვიდრე მასწავლებლის მოთხოვნით .. სხვისი არჩეული ნაწარმოებებით და ა.შ.
მესმის რასაც ამბობ, მაგრამ:
მეტი სხვა არაფერი? თვითონ გარემო როგორია?
დამოკიდებულება მოსწავლე მასწავებელს შორის?
მანდატურები?
მიწერია მაგაზე ცალკე პოსტი და აქ ამიტომ არ განვავრცე. http://bit.ly/h4l4fu << ixile
getanxmebi rom skolas “karceri luqsi”girchevnia mec egre var mirchevnia is wavikitxo rac me minda da rac chemtvis aris sachiro vidre maswebis nabodvari da mati damadlebuli gakvetilebi:S
“კარცერი ლუქსი” (c) kaci romelsac dzlier uyvarda literatura

(
martali xar.. mec mirchevnia eg magram sadaa..
me ra populauri gavichite
:D kai ra karcer luqsi maka raa… skolashi marto gakvetilebitvis da mandaturebitvis xo ar dadixar
მართალი ხარ კლასელებსაც ვნახულობ და შენც მარა მაგ 10 წუთიან დასვენებებს და 5 წამით დაგვიანებას ყელში გადენენ და მაგას ისევ კარცერი ლუქსი მირჩევნია ^^
ისა… მაკა <3 <3 რა ჭკვიანი ბავშვი ხარ
ძალიან გამიხარდა ნათია შენი კომენტარი <3
რომ გნახავ, კიდევ ბევრს გაკოცებ. ნუ, რა თქმა უნდა, თუ შენს თავისუფლებას არ შევლახავ
)) :*
ვაა, ყოჩაღ შენ ! = D
tavisufleba orgvaria sulieri da fizisukiu iyo tavisufali nishnavs sulierad iyo amaglebuli iseve rogorc jonatan livingstoni chven suyvelani unda viyot dziebashi .raa odesme movagwiot namdvil sulier tavisuflebas