გუშინ მე და ნათია ვსაუბრობდით ტელეფონზე და ბავშვობა გავიხსენეთ… <3
გავიხსენე თუ როგორ ვთამაშობდი “შპიონკებს” ვჯაშუშობდი.. ვერთობოდი.. <3 ჩემი კლასელი და მეზობელი ნინი ჩამოვიდოდა თავის ძმასთან ერთად და დაიწყებოდა სახლის თავზე დამხობა.. <3 წიგნები ჩვენი ლეპტოპები იყო. თამაშის დასაწყისში ვითომ ბოროტმოქმედები გვირეკავდნენ და გვატყობინებდნენ რომ ჩვენი მშობლები გაიტაცეს და რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, ჩვენ ისინი უნდა დაგვებრუნებინა. სხვადასხვა დავალებები გვქონდა ყოველთვის, ჩვენივე მოგონილი.

ჩანთებში ჩავყრიდით “გაჯეტებს”, საჭირო ნივთებს და დავრბოდით მთელ სახლში.. <3 რა ტკბილად მახსენდება..
თამაშებში სახელებს ვიცვლიდით და მე რატომღაც ლიკა მერქვა ერთხელ და .. მეორე დღეს დავურეკე ნინის
-ნინ, ჩამოდით რა შენ და გიო.
-და რა ვქნათ?
– აი ის ვითამაშოთ რა ქვია.. ლიკა და ისა.. და რაღაც..
-კაი.
ასე შეერქვა ამ თამაშს “ლიკა და ისა” :დ როგორ მიყვარდა “ლიკა და ისა”-ს თამაში.. <3
რუკებს ვხატავდით.. დავდიოდით.. იატაკზე ვკოტრიალობდით, ერთმანეთს ვეჩხუბებოდით პოლის ჯოხებით.. გიო ჩამოტანდა ხოლმე თავის თოფებს და ბახბახბაბაბაბახ.. ! <3
მერე ეზოშიც გავდიოდით ხოლმე.. სასრიალოებზე დავრბოდით,გვერდით პარკია და ბევრი ხეა ძალიან, ტყეს ვეძახით და .. ვითომ ვიკარგებოდით.. ვყვიროდით და ა.შ.
რა ტკბილად მახსენდება.. <3 მერე აღარ გვითამაშია.. დიდი ხანია.. რაღაც პერიოდები გვავიწყდებოდა ამის თამაში, მერე მოვიდოდით ხასიათზე და ისევ… ! <3
ეზოშიც ხშირად ჩავდიოდით, სხვა უბნელები მოდიოდნენ და წრეშიბურთის თამაშით ვიღლებოდით.. <3

მერე ნინი და გიო სახლში რჩებოდნენ კომპიუტერთან.. მერე მეც კომპიუტერთან ვრჩებოდი.. ამ დროს გავიზარდეთ კიდევაც, ეზოში მარტო სასეირნოდ თუ ჩავდიოდით მე და ნინი.. ან პატარა ბავშვებს ვათამაშებდით, ვაჯიბრებდით.. მერე აღარც ეგ ხდებოდა..
თოვლი როცა მოდიოდა მთელი უბანი ეზოში იყო, მტელი ჟრიამული და ყვირილი და გუნდაობა მიდიოდა..
ახლა?
ახლა აღარც თოვს, აღარც ბავშვები ჩადიან ეზოში, აღარც არაფერს თამაშობენ.. გავივლი სტადიონზე და 2-3 პატარა ბავშვი ბურთს მისდევს.. ი ვსიო.. როგორ გული მწყდება რომ იცოდეთ..
მე როგორ ვერთობოდი და ისინი კიდევ 5-6 წლიდან კომპიუტერებს არიან ჯაჭვით მიბმულნი..
( გული მწყდება რომ მათ ვერ განიცადეს რეალური თამაშის სიამოვნება, დამალობანა, დახუჭობანა, სირბილი, დაჭერობანა, გაშეშობანა, წრეშიბურთი.. “ჯაშუშობანა” და თუნდაც.. “ლიკა და ისა!”



სადღაა ეგ დრო
((
არასდროს არ მინატრია გაზრდა … ახლაც ყოველთვის ბავშვს ვუწოდებ ჩემს თავს ^^ . მომენატრა 12 11 წელი
(
me marto imito minda gazrda quslebi ro chavicva… :X
magram magis gamo ar vcdilob qals davemsgavso..
tavisit mova..
<3
რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა ჩვენ ისინი უნდა “დაგვებრუნებინ”<<<< gekadreba exa maka ??
:D:D:D
kai postiaa sagol ise!
მაკ ბავშვებს რო ათამაშებდით ხოლმე შენ და გიორგობიანი
იქ მეც ვიყავი ჭკვიანო :ს როგორ გამოგრჩი???
ჰო, იყავი, მაგრამ ხშირად მე და ნინი ჩავდიოდით და ეგ გამახსენდა პირველი :დ
აუ <3
რო ვკითხულობდი ჩემი ბავშვობა გამახსენდა, და ჩემი თამაშები <3
<3
რა საინტერესოა.
ძალიან არ მომწონდა ‘გოგოური’ თამაშები. მართალია ბევრი ბარბი მყავდა, მაგრამ ყველაფერს მაინც მანქანებით და ტოფებით თამაში მერჩივნა, ჩემს ბიძაშვილ – ზაზასთან ერთად. კარგი დრო იყო. ლაღი და ლამაზი.
მეც მენატრება ბავშვობა. <3
დედაშვილობანაც მითამაშია და ბარბებისთვის ტანსაცმელიც შემიკერავს უამრავი.. ასეთი თამაშებიც მხიბლავდა და თოფითაც დავრბოდი.. :დ
<3
სამწუხაროა რომ ახლა მარტო კომპიუტერით იციან გართობა
ჩვენ ქალაქობანას ვთამაშობდით მე სულ ბავშვი ან მშობელი ვიყავი. ბიჭები ბილეთების გამყიდველები და რაღაცეები. ჯაშუ
შობანას ჩვენც ვთამაშობდით <3
ბოლოს 8-9 წლის ვიყავი რო ვითამაშე
აუ რა კარგია.. <3
როგორ გამიხარდა თანამოაზრეების ნახვა და ისეთი ადამიანების კომენტარები ვისაც გასინჯული აქვს რეალური თამაშების გემო.. გამიხარდა რომ ბავშვობა გაიხსენეთ.. ტკბილი ტკბილი პატარაობა.. <3
Pingback: ბავშვობა “ლიკა და ისა”-სთან (via ✿Makus’s Blog✿) « Annie Mouse
martla ra magari dro iko :X sanam ar dagvidzaxebdnen iqamde ar gvaxsendeboda saxlshi asvla
) mara yvelaze kargad mainc is maxsendeba tovlis babuis rom mjeroda
)) nadzvis xestan vijeqii da vyaraulobdii ertxel mainc davinaxo metki!! mara ar chanda
(( bolos saxlshi gamomidzaxes tovlis babua da dzalian gamixarda
exlac maxsovs eg dge :XX minda bavshvobaaa!!!