შენიშვნა: პოსტი არის გუშინდელი დღის აღწერა და ასევე ფოტოკოლაჟი.
თათას დაბადების დღე!
შევიკრიბეთ გოგოები და პეკინზე დელფოსში ავარჩიეთ თათას საჩუქარი.
ძალიან ლამაზი ვარსკვლავი იყო, ყველას ძალიან მოგვეწონა და რა თქმა უნდა თათასაც!
ვარსკვლავის სულ ზემოთა ქიმის სახელი თათაა, დანარჩენებზე ნაწილდება მაკა, მარი, ნათია და ქეთი. ანუ ჩვენ ოთხმა ვაჩუქეთ. თათას სახლიდან დაიწყო დღე რომელიც არასოდეს დამავიწყდება!
წავედით სამებაში სადაც ძალიან მაგარი სურათები გამოვიდა! თათა აღფრთოვანებული იყო თავისი ციფოთი.. (ციფრულს დაარქვა) სამებაში ყველამ 3-3 სანთელი დავანთეთ და გამოვედით.

სურათობანას შემდეგ წავედით ნარიყალაზე..
ძალიან ლამაზი იყო და სურათებიც კარგი გამოვიდა.. “ისეთი დღეა სულ აღარ მახსოვს ჩემი დაბადების დღე როა” წარმოსთქვა თათამ და ყველამ ერთად ხეფი ბიორსდეი ვუმღერეთ უკვე მეათასედ.
- თმა რა საუცხოოდ და არაჩემებურად მაქვს..
არც დამიხვევია და არც არაფერი.
არ შემიძლია ეს ორი სურათი არ დავდო! ძალიან საინტერესო, ცოტა არ იყოს შემაშინელებელიც იყო ამდენი ყვავის გადაფრენა/გადმოფრენა.

პ.ს. მე ორი ყლუპის მეტი არ დამილევია, ვინც იცის რო არ ვსვამ დაიჯერებს!
ამ სურათზე ფოტოშოპი არაა ეფექტების გარდა, ანუ ფერები შევუცვალე. ძალიან მაგარი სურათია, ჭიქაში ღვინო ცეცხლივითაა.
სიგარეტი არა! დესერტიდან ხილის ასორტი და ნაყინები!
აქაც არ მოვისვენეთ და ხეფი ბიორზდეისთან ერთად в лесу родилась елочка-ც ვიმღერეთ.
მთლად დღის ბოლო არა მაგრამ მანქანით წოწიალობის ბოლო კი იყო.
ამის შემდეგ ვიბორიალეთ სააკაძე>პეკინი და მერე საირმე და ფინალი! ძალიან დიდ მადლობას გიხდით გოგოებო ასეთი დღისთვის და განსაკუთრებით თათა შენ!



















თათას ვულოცავთ დაბადების დღეს
mec vulocav tatulis!
mec vulocav! magrad momewona fotoebi ♥_♥
ძალიან საყვარელი და ლამაზი გოგო ხარ:):*
madlob.. :*