ნახევრად ასრულებული ოცნება..



ყველა ადამიანს აქვს ოცნება, ზოგს ასეთი, ზოგს ისეთი, ზოგი იმდენად რეალისტია ოცნებაში დროს არც დაკარგავს (რას ამბობ?!) და ასეთები.. აღარ გავაგრძელებ თქვენც მიხვდით დაახლოებით რაზეა დღევანდელი პოსტი..


ბევრჯერ მიფიქრია რა მოხდება თუ ერთი დღით მაინც, თუნდაც რამოდენიმე საათით ყველა გაქრეს, დრო აღარ მბრძანებლობდეს. არავინ ამ სამყაროში ჩემს გარდა.. მხოლოდ მე, ჩემი თავი, ჩემი გული, ჩემი სული დაა.. ისევ მე! (რა ეგოიზმია) იმდენჯერ მიფიქრია ამაზე, რომ ზოგჯერ გიჟად ვიქცეოდი.. ლამის ოცნებად მექცა, თან აუსრულებელია.. ვის გაუგია დრო გაჩერდეს და ხალხი გაქრეს და გამონაკლისი მხოლოდ შენ იყო! რა ვქნა მომიწევს შეგუება ამ მწარე რეალობასთან.. ეჰ, რატომ მაქვს ისეთი სურვილები რომელიც აუსრულებადია, უნდა ველოდო რაღაცას უაზროდ და დაუსრულებლად.. საშინელებაა :(  მაგრამ არსებობს მაგრამ..


ამ დილით გავიღვიძე.. ზალაში მძინავს, ლოჟისა და ზალას შორის სქელი ფარდაა ჩამოფარებული სინათლე ვერ აღწევს, სიბნელეა, საძინებლის კარი ბოლომდე დაკეტილია, ზალაში საათი არ მაქვს, აქამდე ვერა და ვერ მოვიფიქრე დაკიდება ან დადება.. მოკლედ სიბნელე, სიჩუმე, სიმშვიდე, მარტობაა.. ნუთუ.. ნუთუ ახდა ის რაც მე მინდოდა??  არა.. ვიცი ეს არც ახდება არასდროს..
ვის გაუგია დრო გაჩერდეს და ხალხი გაქრეს და გამონაკლისი მხოლოდ მე ვიყო? იმ წამსვე დავიგრუზე.. მაგრამ მანამდე დიდი დიდი სიამოვნება მივიღე.. ახალგაღვიძებულზე დაუფიქრებლად გამიხარდა.. ეს იყო წამიერი სიამოვნება, წამიერი გახარება ჩემი ოცნების ასრულებისა.. მაგრამ მეორე წამსვე გაქრა.


ამან დამაფიქრა.. არასდროს დავკვირვებივარ ჩემს ოცნებას უფრო შიგნით.. წარმოვიდგინოთ ხალხი გაქრა.. დრონი აღარ მეფობენ, ხარ მხოლოდ შენ.. რარა აზრი აქვს სხვა სურვილებს? ტელეფონს? – ვერავისთან დარეკავ, რა აზრი აქვს ციფრულს? – ადამიანები არ არიან რომ გადაუღო, (ბუნების შეიძლება მაგრამ მე არ მიყვარს) რა აზრი აქვს კომპიუტერს? – ვერავის ეკონტაქტები, ვერც ახალ პოსტებს ნახავ ბლოგებში.. მხოლოდ ძველით უნდა დაკმაყოფილდე.. და ასე დაუსრულებლად.. ნამდვილად საშინელება მისურვებია.. ნამდვილად საშინელება მქონია ოცნებად მაგრამ.. აქაც არსებობს მაგრამ! მე ხომ ეს მთელი ცხოვრებით არ მინდა? 1 საათი და მადლობელი ვარ ყველასი და ყველაფრის.. ერთი საათით
არავინ ამ სამყაროში ჩემს გარდა.. მხოლოდ მე, ჩემი თავი, ჩემი გული, ჩემი სული დაა.. ისევ მე!

ყველაფერი ისევ ისეა..
დრო ისევ გამეფდა, ხალხი კვლავ მოძრაობს, მე აქ ვზივარ და თქვენთვის პოსტს ვწერ, რომ გაგიზიაროთ ჩემი აზრი ჩემი ფიქრები.. ჩემთვის კი ეს ყველაფერი ბლოგის ბიბლიოთეკაში შესანახი პოსტია.. რომელსაც ინტერესის დროს გადავხედავ და გავიხსენებ წარსულს.. წარსულს და ნახევრად ასრულებულ ოცნებას..

ვის გაუგია დრო გაჩერდეს და ხალხი გაქრეს და გამონაკლისი მხოლოდ მე ვიყო?

8 Comments

Filed under მე, სურათები

8 Responses to ნახევრად ასრულებული ოცნება..

  1. nice post maka congretulation ! :D

  2. მდაჰ ბლაჰ, რამდენი ხანია აქ არარ დამიწერია კომენტარი :)
    როგორ ხარ სეხნია? (ჭინკა) :)

    ერტმა პატარა ნიუანსმა ინტერესის გრძნობა აღმიძრა.
    კაი დაუშვათ და აგისრულდა ეგ ნატვრა, მერე რას გააკეთებ? ანუ რისი თქმა მინდა:
    არის ნატვრა და არის მიზანი რომელიც არსებულ ნატვრას გააჩნია. ხოდა მე დამაინტერესა შენი ნატვრის მიზანმა :)
    დაუშვათ და მოხდა სასწაული და აგიხდა ეგ ნატვრა თუნდაც რამოდენიმე საათით, რას გააკეთებდი იმ რამოდენიმე საათში? :)

    პ.ს. თურამე ისეთია რისი თქმაც არგინდა იყოს მაშინ მოვუხერხებ რამეს როგორმე ჩემს ცნობისlove ობას :D

    • ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტები როცა უნდა რომ ამ სამყაროში მხოლოდ ის იყოს მარტო და არავინ სხვა.. უბრალოდ მარტოობა უნდა ყველნაირი მიზეზის, მიზნის და საქმის გარეშე.. აი მე მაქვს ასე.. დიდი ხანია მინდა 1 საათით მაინც მარტო ვიყო.. აი თუ ეს ნატვრა ახდა ვთქვათ 1 საათით.. გავალ გარეთ ფულით, მერე ვივლი ფეხების დაღლამდე იქით სადაც არ ვიცი რა არი.. ხო ვიცი გზები რა სად მიდის და ისე წავალ რომ არ ვიცი.. დავიკარგები რა.. მერე იმ უცხო ადგილებს დავათვალიერებ, ჩემთვის მარტო სიჩუმეში ვიფიქრებ განვლილ ცხოვრებაზე, რა სწორად გავაკეთე რა არა რა შეიძლებოდა სხვანაირად გამეკეთებინა, რას გავაკეთებ ასე რას ისე.. გავა ამასობაში ეს 1 საათიც ამოძრავდებიან ტაქსებიც და იმ ფულით სახლში დავბრუნდები.. და ეს დღე იქნება ჩემს მეხსიერებაში მთელი ცხოვრება და შესაბამისად ამ უცნაურ მომენტში და სიტუაციაში ნაფიქრალიც დამამახსოვრდება.. და ისე დარჩება ჩემს გონებაში როგორც რაღაც განსხვავებული და როგორც ასე ვთქვათ სიზმარი.. მერე ყველაფერი ჩვეულ რიტმში დაბრუნდება ესაა და ეს..
      ბევრს ვითხოვ?:დ (wasntme)

      • ჰმმ.. ყოვლად უცნაური ნატვრაა მარა არის რაღაც ორიგინალური..

        აი რამაგარია, წარმოიდგინე ჩერნობილი, ოღონდ რადიაციის გარეშე. იმხელა ქალაქში ერთ ადამიანს და ერთ სულიერ არსებას ვერ დაინახავ წამლად რომ გინდოდეს, შენკი მარტო მიაბიჯებ და ფიქრობ შენთვის რაღაცას, ცარიელი კორპუსები, სახლები, პარკები, ყვეგან სიწყნარეა. უცბათ დაჯდომა მოგინდება და რა სკამი რის სკამი, გზაზევე ჩამოჯდები, ფირქობ რაღაც აკვიატებულად ოღონდ არიცი რაზე, რაღაც არ გასვენებს ფიქრებში, ოღონდ არ იცი რა.. უცბათ წარმოიდგენ ამ ყველაფერს გაცოცხლებული სახით, პარკებში ბავშვები დარბიან, ხალხი მიდიმოდის, მანქანების გაუჩერებელი ხმა რომელიც ყველა ქალაქს თანახლავს… მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ გაიფიქრებ, აწევ თავს და იგივე სიცარიელეში აგრძელებ გზას, მიდიხარ იქ სადაც გზა გრძელდება მაგრამ არ იცი სად… მომენტალურად ცოცხალი ქალაქის ფრაგმენტები გახსენდება და სიცარიელის გრძნობა გეუფლება… აი უკვე დაიღალე კიდეც სიარულისგან და ისევ ჩამოჯექი.. გახსენდება შენი მეგობრები მარა არგინდა მათზე და საერთოდ არავისზე ფიქრი. რაღაცას აშტერდები თვალებით და გადის დრო და შენ ისევ იგივე პოზაში ზიხარ. ფიქობ წარსულზე, ფირობ “დროის უკან დაწევა რომ შემეძლოს რამდენ რამეს შევცვლიდი..”. მერე უცბათ აანალიზებ ვინ ხარ, რა მიზანი გაგაჩნია და რა უნდა გააკეთო, შემდეგ მოდის გაუთავებელი ახალი იდეები და აზრები, უკვე ყველაფერს სხვანაირად ფიქრობ და ისეთი ემოცია გეუფლება, აი თითქოს იცი რაც უნდა გააკეთო და ჩაილაპარაკებ “მე დავბრუნდები”.. მერე ღრმად ამოისუნთქავ და კადრი წყდება…

        ვახ რამდენი დამიწერია :D ტყუილს კი არ ამბობენ ჩემები, მართლა მაგიჟებს ეს კომპიუტერი და ვერ ვხვდები :D :D

  3. chinka_13, თითქმის აღწერე სიტუაცია.. : დდ
    კარგი ფანტაზიის უნარი გაქვს და აღწერის.. :*

    • ეჰ სად მაქ მე ფანტაზიის და აღწერის უნარი თორე ისე კი არ ვიჯდებოდი, ავიღებდი კალამს და დავიწყებდი აქტიურ მოღვაწეობას მწერლობის დარგში :-)
      გაიხარე :*

  4. me magaze yovel wams vocnebob

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s