
მორიგი ტეგ-თამაში
დამტაგა კრეატიულმა მარიმ
ახლა ამ ტეგ-თამაშში მე დავწერდი ჩემს საყვარელ ფერს და ასევე იმ თვისებებს რომელიც ამ ფერზე შეყვარებულებს ახასიათებთ.. მაგრამ.. მე რომ ერთი ფერი არ მიყვარს მარტო?? ამიტომ ჩემი პოსტი ცოტა სხვანაირი იქნება
პატარა გოგოების(და არამარტო) უმეტესობას უყვარს ვარდისფერი. რათქმაუნდა მეც მიყვარდა ვარდისფერი და ყველაფერს ვყიდულობდი ვარდისფერს.
ტანსაცმელი იქნებოდა ეს, თუ ფეხსაცმელი, აბადოკი, ბლოკნოტი, ავტოკალამი, ფანქარი, საშლელი, ყველაფერი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ვარდისფერი.
მერე უკვე ნელ-ნელა სხვა ფერის ნაწარმსაც ვეგუებოდი.. :დ თუ რაღაც ძალიან მომწონდა და გამყიდველი მეტყოდა ”სხვა ფერის არ გვაქვს” , რა მექნა, უნდა გადამეხარშა თუ გადამედუღებინა ეს ამბავი. ჰომდა.. ასე ნელა ნელა .. სხვა ფერებიც შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში.. ვინაიდან ყველა ფერი მიხდება (ძალზედ ხმამაღალი ფრაზა ხომ არაა?) სხვა ფერებიც შევიყვარე.. ყვითელი, მწვანე, ფორთოხლისფერი, ფოსფორისფერი, წითელი, ჭაობისფერი, შავი, თეთრი, ლურჯი ცისფერი და ასე შემდეგ. როდესაც მეკითხებოდნენ “რა არის შენი საყვარელი ფერი?”( არადა რა იდიოტური კითხვაა, მაგრამ ფსიქოლოგთა აზრით ამით ადამიანის ხასიათის ამოცნობა შეიძლება) უკვე ვპასუხობდი “ჭრელი
“
ნუ.. ფერების სიყვარულზე მოქმედებდა ჰარი პოტერის ფანკლუბზე იმ კლუბის ფერები რომელშიც მე ვიყავი. ჰოდა .. ჰოდა.. თავიდან რომ პოტერი მევასებოდა დედაჩემს ყავისფერ-ყვითელი კაშნე მოვაქსოვინე და , წითელ-ყვითელ-ოქროსფერ ფერებზე ვაფრენდი. მერე რეივენქლოში რომ მოვხვდი ლურჯისკენ გადავიხარე.. ახლა კი საბოლოოდ ავირჩიე მწვანე (დიადო სლიზერინ .. : დდ) მიუხედავად ამისა სხვა ფერებიც ძალიანძალიან მიყვარს. ამიტომ თუ რაიმე ნივთის ჩუქებას დააპირებთ.. ან რაიმეს გადაწყვეტა მოგიწევთ ფერებში.. ნუ იდარდებთ თამამად აირჩიეთ ნებისმიერი ფერი.. სრული თავისუფლება ფერებში!!
რატომ?? იმიტომ რომ სამყარო, მსოფლიო, ცხოვრება ჭრელია..
ფერები.. ფერები..





და ბოლოსთვის კი
ჩემი მეგობრის კოტე თოხაძის რამდენიმე ნაფოტოგრაფარ/ნამუშევარი რომლებიც მე ძალიან მომწონს


ვთაგავ ყველას ვისაც უნდა ამ თემაზე პოსტის წერა…



dzaan magari postia maka
an chemi suratebi saidan gagaxsenda
ფერებიი..!!
::დდდ
ვაა საინტერესო პოსტია, მარა ფერებთან დაკავშირებით ყოველთვის მაწუხებდა ერთი ბასრი კითხვა. ესეიგი, ყავისფერი, აგურისფერი, ნაცრისფერი და ა.შ. ანუ ვგულისხმობ საგნებს და მერე ამ საგნების ასოციაციით დასახელებულ ფერთა სახელწოდებებს.
ანუ არ შეიძლებოდა აგურისფერისთვის სხვა ახალი სახელი დაერქვათ? ანუ სხვა სულ რაღაც სხვა, მაგალიტად სიტყვაზე “იქს პირველი”. ხოდა ვინმე რომ გკითხავდა აგური რაფერიაო ერტყოდი აგური “იქსპირველიაო” და არა აგური აგურისფერიაო-რაც ცოტა სულელურად ჟღერს, ნუ შეიძლება ახალ ველოსიპედს ვიგონებ ეხლა მე მარა მაინც ასეთი ცოტა ექსცენტრიკული შეხედულება მაქვს ამ ფერების მიმართ.
აი მაგალიტად: ვარდი რაფერია? ვარდისფერი?
კაი კაცო რასმელაპარაკები
აი ხო ხვდებით რის თქასაც ვცდილობ, ვინც ეს ფერების სახლები მოიგონა: წითელი, ყვითელი და ა.შ. ალბათ დაეზარა დანარჩენ ფერებზე სახელების მოფიქრება და დაუწყო საგნების მიხედვით კლასიფიკაცია (ერთი ისკაცი დამაჭერინა
). აგურისფერმა რა დააშავა კაცო? რატო არ უნდა ქონდეს საკუთარი სახელი და არ იყოს რარაცა საგანს შეკედლებული.
დაგღალეთ ხო?
ბლოგი ბლოგი ბლოგი, ყველგან ბლოგია, მეც ავდექი და ბლოგერობას მივყავი ხელი
ჩემგან ცნობილი ბლოგერი დოდკა გამოვა
ტან ეს wordpress_ი და მე კარგად ვეგუებით ერთმანეთს
ვაიმე გამაგდეთ ვინმემ, ლაყბობის ხასიათზე ვარ და ვეღარ ვჩერდები
გაგდება რომ ვცადო
ცუდად გამომივა ამიტომ იყავი ილაყბე
ეგ მეც მაინტერესებდა..დ
რატომ მწვანეს მწვანე და ვარდსფერს მაინცდამაინც ვარდის ფერი
+ ამას ვარდს რამდენი ფერი აქვს ყვითელიც არსებობს ცისფერიც და შავი ვარდიც.. : რაღა ეს “ვარდისფერი” ვარდის ფერი ამოარჩიეს? :დ აუ ბოლო რა მოვთხარე
+ ამას ვარდს რამდენი ფერი აქვს ყვითელიც არსებობს ცისფერიც და შავი – აი ზუსტად მაგის თქმას ვაპირებდი.
რაღა ეს “ვარდისფერი” ვარდის ფერი ამოარჩიეს? – ამაშიც გეთანხმები
ხო აი მაგალითად შავი ვარდიც არსებობს და რატო ვარდისფერი შავი არაა? 
ან მიდი და იმახსოვრე მერე…
—–
ერთ დღესაც ჩამოვყალიბდი და ესეთი მარალფარდოვანი შეკიტხვების მთელი აბჯრით მივადექი ჩემს ხელოვნების მასწავლებელს, რომელმაც მითხრა, რომ მხოლოდ ძირიტადი 7 ფერი არსებობსო, თუ რაღაცა ესეთი მითხრა და ცისარტყელის ფერებიო აღარ მახსოვს ზუსტად მარა ეხლა რომ ვუფიქრდები წარმოიდგინე აბა ჯერ მარტო ჩემ LCD მონიტორს აქვს ნახევარ მილიონამდე ფერი და ყველა ფერს საკუთარი დასახელება რომ დაუწყო ეუუფ
მარა მე მაგ ფერებზე კი არა საზოგადოებაში გავრცელებულ გარდამავალ მარა ძირითად ფერებზე მაქვს გართულება, რომლებსაც საკუთარი სახელები არ გააჩნიათ და საგნებს მიღმა არიან ამოფარებულნი.
ისტორიაში ხომ უნდა იყოს ის პიროვნება ფორთოხლის ფერს ფორთოხლისფერი უწოდა. რატომ მაინც და მაინც ფორთოხალი? მანდარინიც ფორთოხლისფერია და ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო მანდარინისფერი ან რაღაცა ესეთი.
აუ მემგონი კომპიუტერის გამოსხივებამ იმოქმედა უკვე და ვბოდიალობ რაღაცეებს :X მარა LCD-ს გამოსხივება არააქვს და… :S უიმე გამოსხივებაზე გამახსენდა, მაგალიტად ღია მწვანეს რატო კაკტუსისფერი არ ქვია?
რავიცით რავიცით..
გამოჩნდება კეთილი ძია (თუნდაც შენ)ერთ დღესაც, მოაცილებს რარაც ფერებს საგნის ფერებს , მიანიჭებს უნიკალურ სახელს და მე და შენც გვეშველება
რადროს ფერებია და მარიამობას გილოცავ. მრავალს დაესწარი და უფალი გფარავდეს
შენც ასევე..
გილოცავ..
magariaaa
) sayvarlobaa dzaaliiann
)
მომეწონა ძალიან!!!! ♥
:d iseti shegrdzneba maqvs ori maka ertad laparakobdes!!! %)
vin ori maka gogo
ერთში მემიგულისხმა უეჭველი
ხო შეიძლება.. : დდ
vaa kaiaa xo ici shen ??
“ახლა კი საბოლოოდ ავირჩიე მწვანე (დიადო სლიზერინ .. : დდ)” ai am sityveba rom masiamovnes ise arcertma ar masiamovnes =)))
mm.. :* gadasarevia mere!!
მეე მწვანე ვაააარ <3 ძალან მიყვვაარს და თეთრიი :X
Pingback: ისევ და ისევ ტეგ-თამაშები « მაიმუნების ბლოგი
Mwvane,Lurji,Tetri,Witeli <3 Yvelaze Metad Miyvaaars <3
ყოჩაღ, ყოჩაღ, ყოჩაღ..
მშვენიერი იყო, ვისიამოვნე..
სხვანაირი პოსტი გამოვიდა. შენი სხვა წერილებისგან სრულიად განსხვავდება.. ^^