იმედია არ მიწყენს ანანო ამ სათაურზე.. უკეთესი ვერ მოვიფიქრე.. :დ
მოკლედ მინდა გაგაცნოთ ჩემი უფროსი მეგობრის ძველი და ახალი ლექსები
მე პირადად ძალიან მომწონს ისინი <3
1) ქალი
ნუთუ სიტყვებით ყველაფრის აღწერა ასე ადვილია,
გადმოსცემ მარტის თვემ გრძნობა და გონება როგორ აგირია,
საითკენ გასტყორცნა, რა ეშმაკს მიანდო გრიგალმა ფიქრები,
სად გაიფანტება, დაიდებს ბინას ატმის ფიფქები.
რამდენად გაყიდე გრძნობების შეკვრა სიხარბის მარკეტში,
სიკეთის ნაცვლად რა ღვარძლი დათესე გრძნობების ნაკვეთში.
რამდენჯერ იფიქრე თავის მოკვლაზე, ტირილით დაოსდი,
თავადაც ბოროტი, სხვის ბოროტებაზე რამდენჯერ გაოცდი.
რამდენჯერ შესთხოვე დედას ბავშვობაში, ეზოში გაეშვი,
რამდენჯერ ინატრე ბუმბულის ხელები და ფრენა ჰაერში.
დაეცი, სხვის ბაღში ალუჩის პარვისას ეკლიან მავთულების,
ხეხილის პატრონი რა ხმაზე გესროდა წყევლის სართლებს.
იხსენებ, როგორი სიმწვანით ბღაოდა სოფლის ტყე ველი,
როგორ დაგიჭირეს სააბაზანოში ნორჩი მწეველი.
ერთ დღეს კი ალიონს მძინარედ შეხედე, წყევლით და მთქნარებით,
შორით მოისროლე რითმები, მუზები, მტირალი ქნარები,
ფიქრი გამოკეტე, სიტყვების კონტროლი დაიწყე ანდაზდად,
შენი ხმა, გულ-მკერდი და მიხვრა-მოხვრა ნელ-ნელა დანაზდა.
ახლა ქალი გქვია, წითელი პომადით იღებავ ტუჩებს,
მაღალ ქუსელბზე მიუყვები გადათხრილ ქუჩებს.
2)ვკვდები და გული ივსება ნაცრით
ვკვდები და გული ივსება ნაცრით,
ვკვდები, მიშველეთ! ყველა სად გაქრით?
ვკვდები და გული გევსებათ არაფრით,
წავალ, გამიხსენებთ, ალბათ.. მარაზმი!
მოვკვდები, დავტოვებ ჩემს ტვირთს და საზიდარს,
ოთხი შაოსანი ხის ყუთით გამზიდავს,
მოაქვთ სურათი გადიდებული,
მიქადდის ყოფნას შავ-ბნელ მიწაში,
უკან სიცოცხლის მოაქვთ მირაჟი.
ვწევატ, სახეზე მიწას მაყრიან,
ციგნის ბავშვები აქვე დაძრწიან,
თან ჩამატანეს ათასი ნივთი,
მე კი უბნელეს გვირაბში მივქრი.
გვირაბის ბოლოს სინათლე? არა!
ჩემი სიცოცხლე დამთავრდა, კმარა!
მერე სიცივე, სუნთქვაც გაჭირდა,
მე დახმარება თქვენი დამჭირდა,
თქვენ ჩემს ქელეხზე ძღებით, ნაყრდებით,
ილხენთ, თითქოსდა, იყოთ მაყრები.
ძლიერ მინდოდა გასვლა მიწიდან,
თქვენ ღვინოს სვამდით, როცა მიჭირდა.
3) თუ ეს
თუ ეს მიწაა, ზეცას ფეხებს რატომ ვაბიჯებთ,
რატომ არასდროს ვუკვირდებით მძიმე ნაბიჯებს,
თუ ეს ფიქრია, მაშინ წყევლად რატომ მოქმედებს
და საით მიჰყავთ მეოცნებე ლამაზ ოცნებებს.
თუ ეს ცოდვაა, რატომ არის ასეთი ტკბილი,
ასეთი ლაღი, მიმზიდველი, საოცრად თბილი.
თუ კი წარსული დაიკარგა, ვინ მოგვიგონებს,
ვინ წაიკითხავს გაფიქრებულ უკმეხ სტრიქონებს.
თუ სიცოცხლეა, მაშ სიკვდილი რაღამ დაღალა,
და ნაოჭებმადედის სახე რატომ დაღარა.
თუ შენ სიყვარულს დაეძებდი, ზიზღი სად ნახე,
რატომ ლივლივებს შენი სახეზე ფერები მძაღე.
თუ კი სიცრუეს ებრძოლები, რატომ წითლდები
ან ტყუილისფრად რატომ ელავს შენი სიტყვები.
თუკი სიწმინდეს არ ეტრფიან, რაღა გვაღონებს,
ცოდვებს ყოველღამ უძილობა რატომ გვაგონებს.
თუ ეს ცხოვრება სასტიკია, ცა რატომ ტირის,
ანდა ტოტები რად უხრია მიწაზე ტირიფს,
თუ ფრენა გვინდა, რაომ ვსხდებით მძიმე რკინაში
და სისულელე რად გვგონია უცხო მირაჟი.
ეს თუ ღამეა, მაშინ რატომ ანათებს შუქი,
რატომ არ არის ყველაფერი ბნელი და მუქი.
თუ კი სარკეში ვიყურები, სხვას რატომ ვხედავ,
თუ ეს სიტყვები არაფრად ღირს, რატომ ვწერ ნეტავ.
4)სიკეთიანი მოვდიოდი ბავშვი პატარა
სიკეთიანი, მოვდიოდი ბავშვი, პატარა,
შემხედა მთვარემ, სევდიანად თავი დახარა.
მაშინ ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი ეს ქცევა,
მთვარის ნაღველმა, გულიბრყვილო, მე გამაქვავა
ერთი უეკლო, უწყინარი, ცისფერი ვარდი.
მე მოვდიოდი, მაწუხებდა აღარა დარდი,
გზაზე წავაწყდი ულამაზეს, საოცარ ფარდას,
მომხიბლა, ნაზად გადავწიე, სითბო დამთავრდა!
ცხოვრების ფარდამ შემიტყუა, დამთავრდა ჟამი
უზრუნველობის და ბავშვობის, მომეცით შხამი!
ეკლები, წებო მომაწოდეთ, თავი დავიცვა,
თეთრი სამოსი შემომაწვით, ძაძებს ჩავიცვამ.
სიკეთიანი მოვდიოდი ბავშჰვი, პატარა,
ცხოვრების ფარდა გადავწიე, გავხდი ჭაღარა.
5)მე ჩემს ოცნებებს შავად არ ვღებავ,
ჩემს გულისტიკივილს გადმოვცემ ლექსით,
ვცდილობ, სიყალბემ არ ჩამითრიოს,
თქვენ კი რატომღაც ჩემი არ გესმით.
თქვენი ცინიზმი, თქვენი კრიტიკა,
მიზანს ვერ მოხვდა, ვერ შემაჩერებთ,
მე ჩემს გზას არსად გადავუხვევ,
თუ რა გამოვა, თვით დრო გვიჩვენებს.
რა დრო მოვიდა, ვერავის ენდობი.
მე ამ ცხოვრების ვერა გავიგე
და სიყალბისგან მოტყებულმა
იმედის კოშკი ცაში ავიგე.
გარშემო ყველას ტკივილი მტკივა,
გულში მესობა, როგორც მახვილი,
მსურს, არ მტკიოდეს, ვერაფერს ვგრძნობდე,
მაგრამ ჩამესმის მათი ძახილი.
ზოგი საკუთარ ცხოვრებას ანგრევს,
ზოგი აპირებს სხვის კოშკის დაშლას,
ზოგს ეს ცხოვრება ფეხზე ჰკიდია
და ზურს ზეცაში კარვების გაშლა.
ზოგი კოკაინს მისძალებია.
ზოგი იხრჩობა სასმელის სუნში,
ზოგს მონაზვნობა გადუწყვეტია,
სიცარიელე უგრძვნია სულში.
ზოგს ხელოვნება აურჩევია,
ამით იამებს სულის დიდ ტკივილს,
ზოგი ცხოვრებამ სრულად შეშალა,
გადარეული, ქუჩებში კივის.
კეთილი საქმე თუ ჩაიდინე,
თავს გესხმის ხალხი ბოროტი ენით,
თავი ჰგონიათ ყოვლის მცოდნენი,
ძღებიან სხვისი ცხოვრების ნგრევით.
ზოგს თავი ღმერთზე ბრძენი ჰგონია,
ხალხის ბედ-იღბლით თამაში რომ სურს,
ზოგს სხვისი კარგი აღიზიანებს,
ათავისუფლებს გულიდან შავ შურს.
ასეთი ხალხი დადის ამ ქვეყნად,
ესეთი არის ჩვენი სამყარო,
ჩვენ წმინდანობა არ შეგვიძლია,
სულით ცოდვები უნდა ვატაროთ.
ეს არის ჩემი სულის ტკივილი,
ქვეყნად მე ამის მოსპობა მინდა,
ჩემზე ცუდ ფიქრებს ვერვის დავუშვლი,
ღმერთმა კი იცის, მსურს ვიყო წმინდა.
6)რა ღირს თქვენთან ომი?
გამყიდველი ბოღმით სავსე, შავი, როგორც ზიზღთა რემა,
დახლს იქიდან ინტერესით, სიძულვილით იყურება,
“უკაცრავად, სიყვარული ამიწონეთ ხუთი ტონა”
შემიფუთა ეჭვის პარკში, გავუწოდე ფიქრთა კონა.
შემოვარდა უცებ კაცი, ოფლიანი, სახე შრამით,
სიხარული გაყიდა და გაიყოლა ხურდად შხამი.
ავიარე, ჩავიარე, ღირებული ვერა ვნახე,
გაბრუნებას ვაპირებდი უცბად ეს რომ დავინახე:
ორი კაცი, სოლიდურად და მდიდრულად გაწყობილი
(სწორედ ისე როგორც სუფრა, მხოლოდ გარეგნულად სუფთა),
უყურებენ ერთ-ურთს შურით, საბოროტედ განწყობილნი:
“უკაცრავად” - ისმის კითხვა – “განა რაღირს თქვენთან ომი”
და უყურებს ერთ-ურთს ისევ ორი კაცი, სისხლთა მდომი.
“ჩვენთან ომი? – ჩაიცინა – ბევრი სისხლი, ბევრი ცრემლი,
იმდენ ფერი, ისე ბევრი, რომ დატბოროს მთელი კრემლი.
დაობლებულ ბავშვთა ბრბო და დაქვრივებულ ცოლთა მოთქმა
შვილმკვდარ ქალთა შავი ძაძი, საფლავებზე თავის მოკვლა.
თქვენთან? თქვენტან რა ღირს ომი? მე გითხარით ჩემი ფასი,
ღირებული განა რამე მოვითხოვე და ძვირფასი?”
“ჩვენთან ომი იყიდება, ცის შეღებვად წითელ ფერად,
ეს რომ ჩემით გავაკეთო, დამიჯდება ძვირი ბევრად?
კიდევ? კიდევ ნანგრევებად, გაზომბებად ჯარისკაცთა,
ერთი-ორი გაკიცხვით და სულ ეს იყო სულ ეს გახლდათ”
“კარგი” - ხელი ჩამოართვეს. შედგა “მცირე” გარიგება.
განა მათგან რომელიმეს უშველიდა დარიგება?
შემოვარდა ანგელოზი, შერიგების მეშოკებით,
და სახეზე აწერია ფართოდ, სიტყვა “მეცოდებით”.
მიიხედა, მოიხედა, ალბათ ამ ორს დაეძებდა,
მაგრამ გვიან აღმოჩნდა და ქართველთ ომი დაგვებეედა.
7)ორი სამყარო
განთიადია, მიქრის ღამის მატარებელი,
სადღაც შებმულან ლუციფერი და ბელზებელი.
ვიღაც იღვიძებს, სხვას კი სძინავს, დგას მეცხრე ცაზე,
მე კი გიჟივით გადმოვმდგარვარ ამ შუა გზაზე.
ორთავ სამყაროს ერთნაირად, სინაზით ვეტრფი.
ეს ქუჩა მე მგავს, ორმხრივია, ორი სამყარო,
ხან მიძნელდება ორი სული ერთად ვატარო,
მაგრამ ხომ ძალმიძს ამის გამო კონტრასტი შევქმნა,
ჩემს გულში ზიზღსა და სიყვარულს მოელით შერწყმა.
ხან გულჩვილი ვარ, მეტირება, ცრემლები მალპობს
და სიყვარული მომაწვება, გონებას ათრობს.
ცოტა ხნის შემდეგ მომივლის და იმეფებს რკინა,
გულზე ლაბადად შემომეხვევამ გულჩვილებს ვიკლავ.
ხან სინატიფე მსიამოვნებს, ნაზი გრძნობები,
და სასწაულად მაწუხებენ ძველი ცოდვები,
ხან აღარ მახსოვს არაფერი, გართობის გარდა,
თითქოს წარსული დაუგარავს ფოლადის ფარდას.
ხან სიკეთისთვის გავიბრძოლებ, ხშირად ვმარცხდები,
და მეორე წუთს აღარ მახსოვს ძველი მარცხები,
ბოლოს ვიღლები, თავს ვანებებ ყველაფერ ამას
და ჩემთვის ვადგენ მოკაშკაშე, ჩემს ფერთა გამას,
მერე დავჯდები და დავხატავ, სამყაროს ნანატრს,
და გონებაში ჩავიტოვებ, ვით პირველ ნახატს.
მერე ოთახი აღარ მყოფნის, გამოვალ გარეთ,
თან რომანტიკას ვაკრიტიკებ, თან ვუმზერ მთვარეს.
8)გაიღიმე
გაიღიმე, თუნდაც ღამეს გაუღიმე,
რადგან იციმ რომ მის შემდეგ დილ მოდის,
გაიღიმე, მუქ ლურჯ ღრუბლებს გაუღიმე,
თუნდაც იმიტომ რომ მათ შემდეგ მზე გამოდის.
გაიღჳმე თუნდაც სარკეს გაუღიმე,
რომ იქიდან შემოგხედოს მომღიმარმა,
გაუღიმე უსამართლოს, რადგან მერე,
სამართალი იზეიმოს მომჩივანმა.
გაიღიმე, გაუღიმე წმინდა ცრემლებს,
რადგან ასეთ სილამაზეს მატებს თვალებს,
გაუღიმე და შეხედე წარსულს ისე
ისე როგორც დედამიწას უზემრს მთვარე.
გაიღიმე, რადგან სევდას სახეებზე,
უკავია მეფის პოსტი და ზის ტახტზე,
გაიღიმ, დაიჯერე ბევრი თქმული,
რადგან აღარ დაიფიცონ ტყუილად ხატზე.
გაიღიმე, სიბნელეში გაიღიმე,
რადგან ძალა ემატება ამით ნათელს,
მტრის საფლავთან დაიჩოქე, თუნდაც წუთით,
არ იძუნწო, ნუ ინანებ მისთვის სანთელს.
გაიღიმე, თუნდაც სევდით გაიღიმე,
გაუღიმე, თუნდაც ერთხელ, პირუშ ღამეს.
გაუღიმე, ხშირ წამწამებს გაუღიმე,
ასე მედგრად რომ იცავენ ლამაზ თვალებს.
გაიღიმე, იმ კუბიდონს გაუღიმე,
გასტყორცნილი ისარი რომ აუცდება
და ვინ იცის, და ვინ იცის, იქნებ ამით
კვაზიმოდოს რა ოცნება აუხდება.
9)ყველგან ვარ და არსად არა ვჩანვარ (ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსია <3)
მეძახიან უცნაურს და უცხოს,
მე ვარ ერთი აუხსნელი რამე,
სიჩუმეშიც ხმაურს ვამჩნევ ხშირად
და მიზიდავს ბნელ-უკუნი ღამე.
გოგო მქვია, მეზიზღება კაბა,
გოგო მქვია, ვერ ვატარებ მანდილს,
ბევრი ჩამთვლის ზრდილობიან ბავშვად,
უცნობები მეძახიან აღზრდილს.
არ მადარდებს დროებათა დენა,
არც ტყუილზე მერიდება ფიცი.
თავხედი ვარ, მეზარება სწავლა,
თავხედი ვარ, გინებაც კი ვიცი.
გოგოები იკეთებენ ლინზებს,
იღაბავენ თვალებსა და ტუჩებს,
დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩაცმა,
მე მანქანებს, იარაღებს ვუცქერ.
ახლა ყველგან მოდაშია სექსი,
მე ბიჭისთვის ნაკოცნიც კი არ მაქვს
და რომ ყველას კოსმეტიკა უდევს,
მე იმ ჩანთით პორტსიგალი დამაქვს.
მე ვარ ერთი აუხსნელი ვინმე,
ვერ გაიგეს, რა არსება, რა ვარ,
ასეთია ალბათ ჩემი ბედი,
ყველგან ვარ და არსად არა ვჩანვარ.



ramodenime wavikitxe, kargi leqsebia , yochag shen megobars
arachveulebrivia dzalian momewona.
ara ar gickens darcmunebuli var
:*:*:* madloba didi visac mogeconat da shen matuus ro dade es ragaceebi
arafriis nervazinkaa..
:D:D
chemii trifona ra nichieria =))) ase ganagrdzee nervoz
bunchul magari xar dzaan xo ici?
dzaan momewona chemi nichieri xar chemsavit L:D:D:D da mak chemi leksebi rodis unda gamoakveknoo? ?:D
(budajo da budrugana
)