რა მიყვარს ?


რა მიყვარს?
ბევრი რამ მიყვარს .. მაგრამ რამდენიმეს გამოვარჩევდი..
1) ტელეფონი

რა დროს ეგაა კომპიუტერი, ინტერნეტი, სკაიპი და ათასი მესენჯერი არსებობს.. მაგრამ მაინც..
ვგიჟდები ტელეფონებზე.. ნებისმიერ დროს შემიძლია დავურეკო ჩემს დაქალებს ან ვინმეს და საათობით ველაპარაკო… განსაკუთრებით კი ნათიასთან და მარისთან  მიყვარს საუბარი.. თემა არ ილევა.. ენა არ იღლება.. დრო კი მიდის.. მიდის და მიქრის.. რამდენჯერ თავზე დაგვთენებია საუბარში.. რათქმაუნდა ერთმანეთს ყოველდღე ვხედავთ.. ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ მაგრამ ტელეფონზე ჭორაობას მაინც სხვა მუღამი აქვს.. და ჩვენ ამას ვგრძნობთ.. ჩვენ ის გვიყვარს.. და მე ძალიან მიყვარს.. წილიჶონი..  სულ ვოცნებობდი მქონოდა ვარდისფერი და ფუმფულა ტელეფონი.. დაახლოებით ასეთი.. მაგრამ ვინ იკადრა ჩუქება ან ყიდვა? ეეჰ..


2) საკანცელარიო ნივთები

პატარაობიდანვე ვგიჟდებოდი ფერად ფურცლებზე, მაკრატელზე, ფანქრებზე პასტებზე სკოჩებზე, წებოებზე, სახაზავზე და ასეთ ნივთებზე.. ნათლიაჩემიც ყოველთვის მიგზავნიდა საბერძნეთიდან ამ ყველაფერს. და რათქმაუნდა ვარდისფერს! პატარაობიდანვე გამომყვა საკანცელარიო ნივთების სიყვარული.. ახლაც ასე ვარ.. თუ გავივლი სადმე ასეთ მაღაზიასთან შანსი არაა რო არ შევათვალიერო.. რა ვქნა ვგიჟდები..
პ.ს. სტელპერით დღემდე ვერთობი.. : დდ
3) ბარბები

ვაიმე რა პატარა ბავშვის პოსტი გამომდის… ბარბებით ადრე ვთამაშობდი და მათთვის ყველაფერი მქონდა. დიდი სახლი, ავეჯი, სმზარეულო, ტუალეტი, ვანა.. დუში რომელიც მოქმედებდა. მანქანა, მოტოციკლეტი. თან იმ ზომის, რომ ბარბები შიგნით ეტეოდნენ. მთლიანად ბარბების კომპლექტი მქონდა.. ძველებით ვთამაშობდი ახლებს კი ყოველთვის კედელზე ვკიდებდი. ძალიან ბევრი მქონდა. რემონტი რომ დავიწყეთ მშობლები გადავიდნენ ჩემს ოთახში და ბარბებიც მოვხსენით. ზოგი გადავაგდე, ზოგი გავაჩუქე. ერთი კვლავ შენახული მაქვს. სარა. ძალიან ლამაზი და ყველაზე საყვარელი ბარბია.
4)ზღვა

აიი მიკვირს იმ ადამიანების რომელსაც ზღვა არ უყვართ. მე ვგჟდები ზღვაზე. ვაფრენ. როგორ შეიძლება ეს სილამაზე  არ გიყვარდეს.. მახსოვს ჩემი პირველი შესვლა ზღვაში.. ეს იყო ქობულეთში… მთელი სასტავი  ჩავედით და საღამო იყო უკვე. ყველა ზღვისკენ გაიქცა და ეგრევე შევიდა.. მე კიდევ ჩემი შლოპანცები მეჭირა ხელში და ნელა მივდიოდი. მომწონდა ზღვის საოცარი სურნელი. ეს ჩემთვის რაღაც ახალი იყო.. მივდიოდი და მხოლოდ კოჭებამდე გავბედე შესვლა წყალში. 8 წლის ვიყავი მგონი.  ეს იყო გაცნობა. გამარჯობა ლამაზო ზღვაო.. მე მაკა მქვია. და მე იმედი მქონდა ზღვას დავუმეგობრდებოდი.. მართლაც მე ვგიჟდებოდი მასზე. სულ წყალში მინდოდა ყოფნა. ვგიჟდებოდი წყლის ხმაზე. მლაშე წყალზე რომელსაც მაღლა ავყავდი და ჩაძირვის საშუალებას არ მაძლევდა. ზღვამ გამიხეთქა და გამიფუჭა ჩემი გასაბერი რგოლები, დანაშაულის გამოსასყიდად, კი ცურვა მასწავლა.
5. დღიური

ყოველთვის მინდოდა მქონოდა დღიური, რომელსაც დიდობაში წავიკითხავდი. რა თქმა უნდა დღიურის დასაწყისი ყოველთვის იყო სავსე ჩანაწერებით. დღე არ იყო გამოტოვებული მაგრამ, მერე ძალიან მბეზრდებოდა. ერთადერთი დღიური რომელმაც დიდი ხნით გამიძლო და ბევრი რამ დაიტია, იყო ჩემი საყვარელი ფუმფულა ბლოკნოტი.. მიზიდავდა მისი სილამაზე და ამიტომ ვწერდი ყველაფერს. ესეც დამეზარა. იმდენჯერ გადავიკითხე უკვე სულ ზეპირად ვიცი, თუმცა მაინც ვერთობი..

გაგრძელება იქნება..

4 Comments

Filed under მე, სურათები

4 Responses to რა მიყვარს ?

  1. natalia

    auu makaa :D shen ra tipi xaar :D :D:D

  2. mariam_molko

    shen shemogevleeee telefonis garda chemnairi xar :D :D :*

  3. au dgiuri pumpula mec maq mara dzaan ishviatad vwer mezareba xolme arada magari lamazia <3
    teleponi mec miyvars
    barbebi ara
    sakancelarioebi kii
    zgvac <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s