დრო გადის და..



ძლივს რემონტი დასასრულს უახლოვდება და მე ჩემი კარადები დავალაგე. ძალა აღარ მაქვს… არ გაბედოთ, არ იფიქროთ ასეთი რა ჰქონდა დასალაგებელიო.  აუუ.. თქვენ რომ გქონოდათ ფურცლებით, ხარახურით, ძველი გამოუსადეგარი ნივთებით, ჟურნალებით გამოტენილი კარადა და მიხვდებოდით რაზე ვსაუბრობ.

სულ ასე ვარ დავალაგებ, ოთახს გავავსებ ნაგვით მერე დავახარისხებ ვალაგებ.. მერე ისევ ვურევ. მერე ისევ ვალაგებ და ასე.. ის მაინც ვერ ვისწავლე, რომ ნივთი ისევ თავის ადგილას დავდო და ასეთი არეულობა არ შეიქმნება. სულ ვყრი კარადაში ყველაფერს და თვის ბოლოს ისეთი დასალაგებელია ვერ ვერევი.

ნუ მოკლედ ვახარისხებდი ჩემს ჟურნალებს (ოსკარის) რომელიც აღმოჩნდა, რომ 100 ცალი დამიგროვდა. უფრო ბევრი მქონდა, თუმცა ხან ვჭრიდი ვიღაცებს, ხან ვიღაცებს მივეცი და..

გამოვაღე კარადა და შიგნით ვნახე მიწებებული გაფორმებული ფურცელი წარწერით Gryffindor!!! იქ მე ჩემი დამემართა..  ამან მაფიქრებინა ზუსტად.. დრო როგორ გადის, რამდენი რამ იცვლება და მე ვერ ვხვდები… სლიზერინზე შეყვარებულს კარადაში გრიფინდორი. :O  როდინდელიაა.. სხვადასხვა ფორუმებზე მე რეივენქლოელიც ვყოფილვარ გრიფინდორელიც და ახლა სლიზერინელისთვის სამარცხვინოა.. :( ნუ არაუშავს.. : D დავდიოდი ოთახში წინ და უკან აქ ეს შევტენე იქ ის.. ვალაგე, ვალაგე და ბოლოს რომ დავალაგე ძალაგამოცლილი დავეგდე კომპიუტერთან..  ბლოგზე დავწერ ამას, რომ მერე გამახსენდეს მეთქი.

ჩემი ძველი რვეულებიც ვნახე. ძველი ნაწერებიი.. მოგონებები. თვალიერებით და წარსულში მოგზაურობით ისე გავერთე სულ დამავიწყდა გარშემო ნაგავი რომ მოვიწყვე.  ვიპოვე Twilight New moon – ის ბილეთებიც. ისიც გამახსენდა კინოში რაები გავაკეთე !  ვიპოვე  ჩემი ძველი ნახატები, დიზაინერობა როგორ მინდოდაა. სულ სხვადასხვანაირ ტანსაცმელს ვხატავდი, ამა თუ იმ აქსესუარს შევუფერებდი და ჩემი ლუქბუქი მქონდა. დალაგება რომ  მიხარია, ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის. საინტერესოა ძველი ნივთების პოვნა/თვალიერება, ნაწერების კითხვა.

ახლა ვამთავრებ წერას და ვაგრძელებ დღიურების კითხვას.

2 Comments

Filed under მე

2 Responses to დრო გადის და..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s