გაზაფხული დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო.. თუ ეგ თებერვალზეა.
მოკლედ, მოვიდა მარტი, მოათრევს გაზაფხულს, დათბა და მიხარია <3 თებერვალი სწრაფად და ცოტა არ იყოს უჟმურად მოვიდა და წავიდა. ვიმედოვნებდი, რომ მარტიდან სიახლეები დაიწყებოდა და ცოტათი მაინც გავხალისდებოდი.
გიჟთან ერთად, სწრაფიც ყოფილა მარტი.
გავწევრიანდი სამოქალაქო განათლების LibClub-ში, სოც.მედიის მხრივ. ბლოგი უნდა ვაწარმოო. პირველად ვმუშაობ ჯგუფთან ერთად და ბლოგზე, რომელიც პირადი და ერთპიროვნული არ არის. ძალიან მაინტერესებს როგორ გამომივა, რამდენად შემიძლია და ა.შ. ფაქტობრივად, საკუთარი თავის გამოცდაა.
სიზარმაცევ, კარგად ბრძანდებოდე! :დ
მეორე სიახლე, მინდოდა წამეკითხა წიგნი “გოგონა დრაკონის ტატუთი”, მაგრამ რატომღაც იწელებოდა სხვისგან თხოვება. ჰოდა, გადავწყვიტე, რომ დროა. ავდექი და დღესვე ვითხოვე ნატოშასგან , ვიწყებ კითხვას. <3
მოკლედ, ვიმედოვნებ ისევ აქტიურად ვიქნები ბლოგზე, ამაზე თუ არა, იმაზე მაინც :დ ^^
მესამე სიახლე კი ის არის, რომ თაიმლაინი ახლა მხოლოდ პროფილებზე კი არა, ფეიჯებზეც არის. ნეტავ, გრუფებიც გათაიმლაინდება ? ![]()
აქვე : ჩემი ფეიჯი
მომავალ შეხვედრამდე.



ჯოან როულინგი არის “ჰარი პოტერი”ს წიგნების ავტორი. ჯეი ქეის სრული სახელია ჯოან ქეთლინი (Joanne Kathleen). იგი დაიბადა 1965 წელს, ინგლისში, პატარა ქალაქში ბრისტოლის მახლობლად. ის ცხოვრობდა თავის მშობლებთან და დასთან ერთად. მისი ოჯახი არ იყო მდიდარი. იგი არ დადიოდა განსაკუთრებულ სკოლაში. ჯოანა მშვიდი და წყნარი ბავშვი იყო. უყვარდა კითხვა და მოთხრობების წერა. იგი ჩაირიცხა Exter University-ში და დაამთავრა 1987 წელს. შემდეგ, ის სხვადასხვა ოფისებში მუშაობდა. თავისუფალ დროს კი მოთხრობის წერას უთმობდა.














